pH Perfect Sensi Grow Coco ნაწილი A - Advanced Nutrients


მოცულობა: 500ML
ფასი:
Გასაყიდი ფასი29.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

ქოქოსის ბოჭკო იდეალური მზარდი მედიუმი იქნებოდა, განსაკუთრებით გარემოზე მზრუნველი გროუერებისთვის, რომ არა საკვებ ნივთიერებათა დეფიციტის რისკი.

ქოქოსის სუბსტრატის მომხმარებლებმა იციან, რომ მათ მცენარეს დამატებითი კალციუმი სჭირდება ნორმალურად გაზრდისთვის. მაგრამ სპეციალურად ქოქოსისთვის განკუთვნილი კალციუმ-მაგნიუმის დანამატის გამოყენების დროსაც კი შეიძლება წარმოიშვას ხარვეზები.

Advanced Nutrients-ის მკვლევარმა ჯგუფმა მიაგნო პრობლემის მიზეზს, რომელიც რკინა აღმოჩნდა. ქოქოსში მზარდ მცენარეს მხოლოდ კალციუმი და მაგნიუმი კი არ სჭირდება პოტენციალის მისაღწევად, არამედ დამატებითი რკინაც.

ეს ფაქტი ახლახანს აღმოაჩინეს, ამიტომ რკინა არ შედის სხვა ე.წ. ქოქოსის დანამატებში. ეს სასუქი სუბსტრატს ყველა საჭირო მინერალითა და ელემენტით უზრუნველყოფს და მჟავიანობას  5.5 - 6.3 დიაპაზონში ასტაბილურებს, ასე რომ დაივიწყეთ მჟავიანობის დონის ზომვა და მისი მუდმივი დარეგულირება. ამ ყველაფერს ახლა ეს პროდუქტი მიხედავს.

გამოყენების წესები:

1მლ თითო ლიტრ წყალზე პატარა მცენარეებისთვის (1 კვირა)

2მლ თითო ლიტრ წყალზე შედარებით მოზრდილი მცენარეებისთვის (2 კვირა)

4მლ თითო ლიტრ წყალზე დარჩენილი ზრდის ფაზის განმავლობაში. 

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი