pH Perfect Sensi Coco Bloom ნაწილი B - Advanced Nutrients


მოცულობა: 500ML
ფასი:
Გასაყიდი ფასი29.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

  • შექმნილია სპეციალურად ქოქოსის სუბსტრატის მომხმარებლებისთვის
  • შეიცავს რკინას რათა არ მოხდეს კალციუმისა და მაგნიუმის შებოჭვა
  • კალციუმისა და მაგნიუმის ქელატურ ფორმებს შეიცავს
  • თუ თქვენი წყლის მჟავიანობა 4.5 - 8.5 დიაპაზონში მერყეობს, ეს ინოვაციური ტექნოლოგია მჟავიანობის დონეს თქვენს მაგიერ არეგულირებს მცენარის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
  • 20-ზე მეტი მცენარეთა მეცნიერისა და ათობით ასისტენტისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდის 109 საათზე გრძელვადიანი კვლევის შედეგი.
  • იდეალური მჟავიანობა
  • ამცირებს ნაკლოვანებებს

ქოქოსის ბოჭკო იდეალური მზარდი მედიუმი იქნებოდა, განსაკუთრებით გარემოზე მზრუნველი გროუერებისთვის, რომ არა საკვებ ნივთიერებათა დეფიციტის რისკი. ქოქოსის სუბსტრატის მომხმარებლებმა იციან, რომ მათ მცენარეს დამატებითი კალციუმი სჭირდება ნორმალურად გაზრდისთვის.

მაგრამ სპეციალურად ქოქოსისთვის განკუთვნილი კალციუმ-მაგნიუმის დანამატის გამოყენების დროსაც კი შეიძლება წარმოიშვას ხარვეზები. Advanced Nutrients-ის მკვლევარმა ჯგუფმა მიაგნო პრობლემის მიზეზს, რომელიც რკინა აღმოჩნდა.

ქოქოსში მზარდ მცენარეს მხოლოდ კალციუმი და მაგნიუმი კი არ სჭირდება პოტენციალის მისაღწევად, არამედ დამატებითი რკინაც. ეს ფაქტი ახლახანს აღმოაჩინეს, ამიტომ რკინა არ შედის სხვა ე.წ. ქოქოსის დანამატებში.

ეს სასუქი სუბსტრატს ყველა საჭირო მინერალითა და ელემენტით უზრუნველყოფს და მჟავიანობას  5.5 - 6.3 დიაპაზონში ასტაბილურებს, ასე რომ დაივიწყეთ მჟავიანობის დონის ზომვა და მისი მუდმივი დარეგულირება. ამ ყველაფერს ახლა ეს პროდუქტი მიხედავს.

გამოყენების წესები:

1მლ თითო ლიტრ წყალზე პატარა მცენარეებისთვის (1 კვირა)

2მლ თითო ლიტრ წყალზე შედარებით მოზრდილი მცენარეებისთვის (2 კვირა)

4მლ თითო ლიტრ წყალზე დარჩენილი ყვავილობის ფაზის განმავლობაში.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი