Milwaukee EC40 EC/TDS საკვები ნივთიერებების საზომი


ფასი:
Გასაყიდი ფასი284.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
მარაგშია

აღწერა

Milwaukee EC40 EC/TDS საკვები ნივთიერებების საზომი ჰიდროპონიკისთვის, ნიადაგისთვის და მცენარეების კულტივაციისთვის არის განკუთვნილი.  მოწყობილობა ზომავს საკვები ნივთიერებების დონეს მცენარეებში და ელექტრო გამტარობის სასურველი დონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, რაც ნარჩენების რაოდენობას შეამცირებს. 

დიზაინი

  • ზომავს გამტარობას (EC) და ხსნარში დაშლილ მყარ ნივთიერებებს (TDS) ტემპერატურის ავტომატური კომპენსაციის (ATC) მეშვეობით
  • იდეალური დიაპაზონი ჰიდროპონიკისთვის (0.2-დან  4 mS/c-მდე | 2-დან 40 CF-მდე | 140-დან 2800 ppm -მდე 0.7 შკალაზე | 100 დან 2000 ppm-მდე 0.5 შკალაზე).
  • ითვლის პირდაპირ mS/cm/CF/PPM-ს, არ გჭირდებათ საზომი ერთეულების გადაყვანა
  • ქარხნულად დაკალიბრებული, აღარ სჭირდება დაკალიბრება.
  • მაღალი სიზუსტე. 
  • ტემპერატურის ავტომატური კომპენსაცია (ATC)
  • ავტომატური ჩართვა/გამორთვის ფუნქცია
  • ლურჯი LED გამოსახულება.
  • გრაფიტის ელექტროდი ABC + PC კორპუსში.
  • ბატარეის დონის მაჩვენებელი.
  • დღეში დაახლ. 10 გაზომვის შემთხვევაში ბატარეა საშუალოდ 3 წელი მუშაობს.
  • მოჰყვება 3 X 1.5V AA ბატარეა, 

გამოყენების და შენახვის წესები

შესაძლოა, EC/TDS ელექტროდებმა საკვები ნივთიერებებისგან ნადები განავითაროს. ნადების შესამცირებლად, გარეცხეთ ზონდი წყლით ყოველი გამოყენების შემდეგ.

EC-ს TDS-ში კონვერტაცია

Milwaukee EC40, გამტარობის სხვა საზომების მსგავსად, ხსნარში მყოფი ელექტრულად დამუხტული იონების საზომია.

ხსნარში დაშლილი მყარი ნივთიერებების (TDS) გამოთვლა მემილიონედ ნაწილებში (ppm) ხდება ელექტროგამტარობით. არსებობს 500-იანი შკალა, 650-იანი შკალა და 700-იანი შკალა. თუმცა, EC40-ს ყველაფრის წამკითხველი აქვს: EC/TDS/CF

თქვენი uS/cm მაჩვენებლის TDS-ში გადაყვანა შემდეგნაირი მეთოდით ხდება:

1 uS/cm = 0.5 ppm .5 შკალაზე

1 uS/cm = 0.7 ppm .70 შკალაზე (442)

შეგახსენებთ, ჩვენი შესაბამისი პროდუქციის დახმარებით მცენარეების მოვლა საკმაოდ მარტივია

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი