DualPart Coco Trio Set


Size: 500მლ
ფასი:
Გასაყიდი ფასი115.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

სამკომპონენტიანი სასუქი " DualPart Coco Trio Set "
Coco Grow - Coco Bloom - Final Part - Finish

DualPart Coco გამორჩეულია წამყვან ბრენდებს შორის, მცენარის თესლიდან აყვავებამდე ის არ საჭიროებს სხვა დანამატებს ისეთი როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და კალიუმი, ორკომპონენტიანი კოკო არის ყველაფერი, რაც გჭირდებათ!

Coco Grow უზრუნველყოფს მცენარის  სრულ და დაბალანსებულ კვებას ვეგეტატიურ ფაზაში. Coco Grow განსაკუთრებით მდიდარია კალციუმით და მაგნიუმით,  ის ასევე შეიცავს სხვა ისეთი ელემენტების მთელ სპექტრს, რომლებიც მცენარეს სჭირდება ჯანსაღი ზრდისთვის, უხვყვავილობისათვის და ნაყოფიერებისთვის.

Coco Bloom არის მინერალური წარმოშობის სასუქი, რომელიც სპეციალურად შემუშავებულია ქოქოსის ნიადაგში მოყვანილი მცენარეებისთვის. Coco Bloom- ი შეიცავს მიკროელემენტების იმ ნაზავს, რომელიც აუმჯობესებს მოსავლის რაოდენობას, ხარისხს, არომატსა და სურნელს.

Final Part - Finish არის გვიანი ყვავილობის დამაჩქარებელი სასუქი,  დამამწიფებელი. ის არის სტიმულატორი, რომელიც არ საჭიროებს სხვა დანამატებს. ხელს უწყობს მცენარის უხყვავილიანობას , ზრდის ნაყოფის მასას და რაოდენობას.

 

ინსტრუქცია:

Dualpart Coco

  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, თითოეული ნაწილი ცალ ცალკე გახსენით წყალში, აურიეთ კარგად და საზომი მოწყობილობა გამოყენებამდე კარგად გადაწურეთ.
  • DualPart Coco საკმაოდ კონცენტრირებულია: მაქსიმუმ 5მლ-ია საჭირო 1 ლიტრ წყალში გასაზავებლად.
Final Part - Finish
  • ჰიდროპონიკაში გამოყენებისას: პირველ რიგში ჩაანაცვლეთ ძველი საკვები ხსნარი ახალით. დამამწიფებელი უნდა გაიხსნას რეგულირებული მჟავიანობის წყალში - გამოიყნეთ pH საზომი, დაამატეთ 5 მლ დამამწიფებელი 1 ლიტრ წყალზე და კარგად აურიეთ. 10 დღის შემდეგ, მოსავლის აღების წინ კი გამოიყენეთ FlashClean-ი.
  • ნიადაგში გამოყენებისას: გახსენით 1 ლიტრ pH -ით დარეგულირებულ წყალში 4 მლ დამამწიფებელი, რათა შეესაბამებოდეს ან ოდნავ აღემატებოდეს წინა EC-ს (2.0-მდე). გამოიყენეთ მანამ, სანამ ფოთოლი გაყვითლებას ან დამწიფებას დაიწყებს. ამ პროცესს შეიძლება 10-დან 20 დღემდე დასჭირდეს. მოსავლის აღების წინ კი გამოიყენეთ FlashClean-ი..

 

რეკომენდაცია :

  • სასუქის გამოყენება შესაძლებელია ყველანაირ მცენარეზე, საუკეთესოა თუ გამოიყენებთ ქოქოსის სუბსტრატზე.
  • მცენარისათვის საკვები ნივთიერებების მიწოდების შემდეგ, ზრდის სტიმულირებისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის მაღალი ხარისხის ფულვიკის მჟავის გამოყენება: Fulvic-ი  საუკეთესოა.
  • TrikoLogic- მცენარის ფესვებს აწვდის სასარგებლო მიკრობებებს. TrikoLogic S- კი მცენარეს იცავს განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის პირობებში.
  • Terra Aquatica-ს ასორტიმენტი მოიცავს მაღალი ხარისხის ორგანულ დანამატებს, რაც მცენარის ხარისხიანი ზრდის გარანტია.
  • FlashClean- ი არა მხოლოდ ათავისუფლებს მცენარის ფესვებს დაგროვილი მარილებისგან, არამედ აახალგაზრდავებს ძველ სუბსტრატსა და ნიადაგს, როდესაც ნიადაგი ვერ უმკლავდება ნაყოფიერ მცენარეებს, რომელთა გადარგვა შეუძლებელია, FlashClean-  მას ახალ სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს.
  • ბოლო 10 დღე,  უხყვავილოვნობისთვის, გამოიყენეთ მხოლოდ "Final Part-Finish".
  • ვარგისია გახსნიდან 24 თვე.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი