სასაჩუქრე ნაკრები GrowGrow-ში 🎁

აღმოაჩინე უნიკალური სასაჩუქრე ნაკრები GrowGrow-ში და აჩუქე ბედნიერება 🎁

,,გროუგროუს” მოტივაციაა, რომ მომხმარებელს ყოველთვის საუკეთესო და მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ. მაღაზიათა ქსელში ცალკეული პროდუქტის დიდი არჩევანი დაგხვდებათ, იქნება ეს კანაფის თესლი, გროუ აქსესუარები, სასუქები და ა.შ. გარდა ამისა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სასაჩუქრე ნაკრები, რომელშიც სხვადასხვა მნიშვნელოვან პროდუქტს შევიტანდით. გულისყურით შერჩეულ სასაჩუქრე ყუთებში თავი მოვუყარეთ ყველა იმ მნიშვნელოვან ნაწარმს, რომელიც ნებისმიერ გროუერსა და შიდა მებაღეობის ენთუზიასტს გააბედნიერებს.

ჩვენი კრეატიული საჩუქრები განკუთვნილია ნებისმიერი დღესასწაულისთვის, არ აქვს მნიშვნელობა საახალწლო საჩუქრები გსურთ, თუ დაბადების დღისთვის აპირებთ რამის შერჩევას.

სასაჩუქრე ნაკრები თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის

ტენტების სრული კომპლექტაცია მოიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია შიდა სივრცეში მცენარისთვის ოპტიმალური გარემოს შესაქმნელად. კომპლექტში შედის გროუ ბოქსი, ლედ განათება, ჭკვიანი ქოთანი და მაღალი ხარისხის ნიადაგი. ყველა ეს ნაკრები ერთმანეთისგან განსხვავებულია და ინდივიდიუალურ პრეფერენციებზე მორგებული:  Solo Grower, Growhouse, Plant Palace, Micro Garden ან სხვა ტენტის კომპლექტაცია. 

ყველა ზემო ჩამოთვლილი სასაჩუქრე ნაკრები იდეალურია როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი გროუერებისთვის. მათი დაყენება, ისევე როგორც გამოყენება მარტივია და უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც სახლში მაღალი ხარისხის მცენარეების გაშენების დასაწყებადაა საჭირო.

მათი დახმარებით შეგიძლიათ ბოსტნეულის მოყვანა, მწვანილისა და ყვავილების გაზრდა, სამედიცინო კანაფის მოყვანა და ა.შ.

მცენარეზე ზრუნვა

თუ გსურთ სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც მცენარის ჯანმრთელ ზრდას, ყვავილობასა და დამწიფებას უწყობს ხელს, მაშინ ,,პრო ორგანიკ დუო” დაგჭირდებათ.

ნაკრებში შედის Pro Organic Grow და Pro Organic Bloom. პირველი ფორმულა მცენარის ვეგეტატიური ზრდის სტიმულირებისთვისაა განკუთვნილი. კვების ფორმულა მცენარის ფესვებისა და ფოთლების ჯანსაღ ზრდა-განვითარებას ეხმარება. სათანადო კვების სისტემა კი კარგ საფუძველს ქმნის ყვავილის, ნაყოფისა და თესლის წარმოქმნისთვის.

Pro Organic Bloom კვებავს იმ მიკრობებს, რომლებიც გარემოს გაუმჯობესებაში იღებენ მონაწილეობას.  მიკრობების დახმარებით მცენარე იღებს მისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და ვეგეტატიური ზრდის პროცესში, ყვავილობისას და ნაყოფიერებისას მაქსიმალურად დაცულია. პრო ორგანიკ ბლუმი იდეალურია ყველა ტიპის მცენარისთვის. თუ ყოველთვის გინდოდათ თქვენი მებაღე მეგობარი გაგეხარებინათ რაღაც განსხვავებულით, მაგრამ კრეატიული საჩუქრები არ გხვდებოდათ, ,,გროუგროუს” დახმარებით ამ პრობლემას მარტივად გადაწყვეტთ.

მცენარეების კიდევ უფრო დაცულობისთვის, ჩვენ გთავაზობთ ტრიპარტ სეტს. ეს არის ე.წ. სამსაფეხურიანი “სამშენებლო” მკვებავი სისტემა, რომელიც აერთიანებს ზრდის ნუტრიენტებს, ყვავილობის ნუტრიენტებსა და კალციუმ-მაგნიუმს. მცენარის გაზრდა ამ სამი ბოთლითაა შესაძლებელი და შესაბამისად, იდეალური საჩუქარია ნებისმიერი მებაღისთვის. 

ტრიპარტის სასაჩუქრე ნაკრები ძალიან ეფექტურია, ხოლო მისი გამოყენება - საკმაოდ მარტივი. მცენარის ზრდის პერიოდში თქვენ დაგჭირდებათ ტრიპარტ გროუ, ხოლო ყვავილობისა და ნაყოფიერების დროს კი მეტი ტრიპარტ ბლუმ.

Girlfriend’s Black Box სასაჩუქრე ყუთები იდეალური საჩუქარია თქვენთვის ძვირფასი ადამიანისთვის. ნაკრები შედგება კანის მოვლისთვის საჭირო პროდუქტისგან და თითოეული მათგანი საგულდაგულოდ არის შერჩეული ხარისხისა და ეფექტურობის მიხედვით.

მაგალითად, CBD-ის ბალზამი დამამშვიდებელი და სამკურნალო თვისებებითაა გამორჩეული. იგი იდეალურია კანის გაღიზიანების, ანთებისა და სიმშრალის სამკურნალოდ. აკნეს საწინააღმდეგო ბალზამი კი ებრძვის გამონაყარსა და ლაქებს. ბალზამი შექმნილია გაღიზიანებული კანის დასამშვიდებლად, სიწითლის შესამცირებლად და აკნეს გამომწვევ ბაქტერიებთან საბრძოლველად. 

ზოგადად, CBD ზეთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და მისი შეძენა ჩვენს მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ.

,,გროუგროუ” სასაჩუქრე ბარათსაც გთავაზობთ. გვაქვს როგორც 50 ლარიანი, ასევე 100, 200 და 500 ლარიანი ბარათი. შეძენის შემდეგ თქვენ მიიღებთ QR კოდს სასურველ მისამართზე - ვოთსაფი, ვაიბერი, მეილი, ფეისბუქ მესენჯერი. QR კოდს წარადგენთ ,,გროუგროუს’’ ნებისმიერ ფილიალში და ისარგებლებთ სასაჩუქრე ლიმიტით.