ფილტრები

-

ლედ განათება

25 პროდუქტი

ნაჩვენებია 25 - 25 / 25 პროდუქტიდან

ნაჩვენებია 25 - 25 / 25 პროდუქტიდან
ხედი
MARS HYDRO SP 6500 სასათბურე ლედ განათება

შეარჩიეთ მაღალი ხარისხის ლედ განათება გროუგროუში

გაანათეთ თქვენი მცენარეები ხარისხიანი და ეფექტური ლედ ნათურებით, შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი ჩვენი კატეგორიიდან. გთავაზობთ ფართო არჩევანს მსოფლიოში აღიარებული ბრენდებისგან, როგორიცაა Viparspectra, Mars Hydro, Snake Ray და სხვა, რომლებიც ცნობილია თავიანთი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. 

ეს ბრენდები საუკეთესო არჩევანია როგორც პროფესიონალი მებაღეებისთვის, ასევე დამწყებთათვის, რომლებსაც სურთ უზრუნველყონ თავიანთი მცენარეების ოპტიმალური ზრდა და განვითარება.

ჩვენი LED ნათურების ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ვარიანტებს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა საჭიროებებს:

  • სრული სპექტრის ლედ განათებები - აირჩიეთ სრული სპექტრის ლედ განათებები მცენარის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მუდმივი და ყოვლისმომცველი განათებისთვის, დაწყებული ვეგეტატიური ზრდის ეტაპიდან, დამთავრებული ყვავილობითა და მოსავლის აღებით.
     
  • ლედ ნათურები - ენერგოეფექტური ლედ ნათურები იდეალურია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებისთვის, უზრუნველყოფენ რა თქვენი მცენარეების განათებას მინიმალური ენერგიის ხარჯით.
     
  • ინფრაწითელი ლედ განათებები - თუ გსურთ გააძლიეროთ ყვავილობა და გაზარდოთ მოსავლიანობა, ჩვენი ინფრაწითელი ლედ განათებები ზუსტად ამაში დაგეხმარებათ.

  • სასათბურე ლედ განათებები - ხოლო სპეციალიზებული სასათბურე ლედ განათებები ოპტიმიზებულია დახურული გარემოსთვის, სადაც მცენარეები საჭიროებენ კონტროლირებად და ზუსტად მორგებულ სინათლეს.

კოლექციაში არსებული მაღალხარისხიანი LED ნათურები გამოირჩევა მაღალი PAR (ფოტოსინთეზურად აქტიური რადიაცია) მაჩვენებლებით, რაც უზრუნველყოფს მცენარეების მიერ შუქის ეფექტურ შთანთქმას და გამოყენებას. ფართო განათების არეალის წყალობით, თქვენ შეძლებთ სინათლით თანაბრად დაფაროთ დიდი ფართობები და მოიცვათ მეტი მცენარე ერთი განათებით.

ამავდროულად, აღნიშნული LED ნათურების გაგრილების ეფექტური სისტემები ამცირებენ სითბოს გამოყოფას და უზრუნველყოფენ ნათურების ხანგძლივ, უსაფრთხო და საიმედო მუშაობას თქვენი მცენარეების, საუკეთესო შედეგებისთვის.

GrowGrow-ს მიზანია, მოგაწოდოთ არა მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია, არამედ მნიშვნელოვანი რჩევები, რათა დაგეხმაროთ თქვენი მწვანე სამყაროს წარმატებით მართვაში. 

მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას და დაგეხმაროთ მცენარის განათების სწორად შერჩევაში, რომელიც ოპტიმალური იქნება თქვენი მცენარეებისა და გარემოსთვის.

შეიძინეთ ლედ ნათურები ჩვენთან და აღმოაჩინეთ განსხვავება, რომელსაც ხარისხი ქმნის!

აქვე გაცნობებთ, რომ გროუგროუში LED ნათურებთან, ერთად გროუ განათებების ფართო არჩევანი გვაქვს.

Recently viewed