სუბსტრატი - CANNA Terra Professional Plus


მოცულობა: 50ლ
ფასი:
Გასაყიდი ფასი90.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

CANNA Terra Professional Plus საუკეთესო სუბსტრატი ნებისმიერი მცენარის კულტივაციისთვის. მისი ეფექტურობა კიდევ უფრო იზრდება canna terra-ს სასუქებთან ერთად. სპეციალურად შემუშავებულია მცენარის ოთახის პირობებში გაზრდისთვის.

თუმცა, რა თქმა უნდა, მისი გამოყენებით, გარეთაც საკმაოდ კარგი შედეგი მიიღწევა. 


უპირატესობები:


  • CANNA Terra Professional Plus ნიადაგი შედგება ჰაეროვანი ტორფის ხავსისგან და ხის ქერქისგან, რომლებსაც აქვთ ანტისეპტიკური მოქმედება. განსაკუთრებით, ხელს უწყობს ფესვების ჯანსაღ განვითარებას და სქელი ღეროების ფორმირებას.
  • ასევე ხელს უწყობს, უფრო სწრაფ მეტაბოლიზმს, დაავადებების დაბალ მაჩვენებელთან ერთად, რაც უზრუნველყოფს უხვ მოსავალს.
  • სუბსტრატში მჟავიანობა, pH-ი დარეგულირებულია გრძელვადიანი კონტროლისთვის, ისე რომ საკმარისი იყოს მცენარის მთელი ციკლისთვის.
  • ნიადაგი ასევე გაჯერებულია მინერალური საკვებით, რომელიც უზრუნველყოფს მცენარესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების მიწოდებას საწყის დონეზე, რათა ზრდა დაიწყოს ჯანსაღად. მინერალების თანაფარდობა დაცულია ისე, რომ საუკეთესოდ ერწყმის CANNA TERRA-ს საკვებ სასუქებს.
  • მისი სპეციალური სტრუქტურა უზრუნველყოფს ჰაერისა და წყლის ოპტიმალურ გადანაწილებას და მიმოსვლას.
  • CANNA Terra Professional Plus შეიცავს ისეთ მიკრო ელემენტებს და ქელატებს, რომლებიც იცავს მცენარეს ზრდის დროს. 

მსუბუქად, მჭიდროდ აავსეთ CANNA Terra Professional Plus-ის სუბსტრატით ქოთანი, დაასხით საკმარისი წყალი და შემდეგ მოათავსეთ თქვენი მცენარე. 


მორწყვა:

ქოთნის ზომის, ზრდის პირობების და მცენარის ზრდის სტადიის მიხედვით, დაარეგულირეთ წყლის მიწოდების სიხშირე და რაოდენობა,  მოცემული მცენარის საჭიროებებზე. ნორმალურ პირობებში ზრდასრული მცენარეები დღეში დაახლოებით 4-6 ლიტრ წყლს მოიხმარენ მ2-ზე.  დიდი მცენარეებისთვის გამოიყენეთ მინიმუმ 5 ლიტრიანი ქოთანი ან მეტი. რაც უფრო დიდია ქოთანი, მით უფრო მყარი და ძლიერი იქნება ფესვი. დარწმუნდით, რომ შესაძლებელია დრენაჟირება; შესაძლოა დაგჭირდეთ ჰიდროგრანულების თხელი ფენის  მოათავსება ქოთნის ძირში, რათა უკეთ მოხდეს ჰაერისა და წყლის მიმოსვლა. 


CANNA Terra Professional-ის შესაფუთი მასალა 100%-ით გადამუშავებადია.


  • შეინახეთ გრილ მშრალ ადგილას
  • არ მოახვედროთ 4ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე
  • ჩანთის შიგთავსი 50ლ, 25ლ.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი