ბოჩი ავტო - BOCHI Auto


Number Of Seeds: 1x
ფასი:
Გასაყიდი ფასი35.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
მარაგშია

აღწერა

საქართველოს რეგიონებს შორის, იმერეთი მაღალგანვითარებული სამეურნეო და მატერიალური კულტურით გამოირჩევა. სპეციფიკურმა ჰავამ, საუკუნეების მანძილზე, იმერეთში უზრუნველყო ისეთი უნიკალური ჯიშის ყურძნის და აგრო კულტურების ზრდა-განვითარება, რომლებმაც საქართველოს სხვა კუთხეებში ფეხი ვერ მოიკიდა. 

კავკასიონის ქედით და მესხეთის მთათა სისტემით გარშემორტყმულ, უამრავი მინერალური წყლით და მდინარის შენაკადით ნაკვებ ნიადაგში, ბუნებრივია, რომ კანაფიც განსაკუთრებულად პოტენტური და უხვმოსავლიანი იზრდება. 

საუკუნეების მანძილზე გამოწრთობილი იმერული კანაფის ჯიშის LSD შტამთან შეჯვარებით, დაიბადა “ბოჩი”, რომელიც სრულად ავლენს აქტიური ნივთიერებების ეფექტს და საგრძნობლად უფრო კეთილშობილი გემოთი და არომატით იწონებს თავს. 

LSD-ის, წყლის დიდი და ბევრი ულუფა უყვარს. აგრესიულად სწრაფი და ინტენსიური ყვავილობის გამო, რეკომენდებულია სხვა ჯიშებთან შედარებით, მისი უფრო ხშირად გამოკვება. ეს მახასიათებელი, გენეტიკურად, ასევე ერგო “ბოჩის”; მისი მოვლის დროსაც, უმჯობესია, არ დაგენანოს წყალი, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, აკონტროლო აზოტის შემცველობა, ვინაიდან აზოტის მაღალ დონეს ეს ჯიში დიდად არ წყალობს. 

ბოჩი - ძველი ქართული, წარმართული ღვთაება, რომელიც თამამად დააბიჯებს კავკასიონის ქედის კლდოვან მასივებზე. ბოჩი მესაქონლეობის და მოსავლიანობის მფარველად მიიჩნევა. 

დიდი მოსავლის მიმართ მიდრეკილება, ღვთაებისგან პირდაპირ დაენათლა მისი სახელის მქონე კანაფის ჯიშს. ზრდის ადრეულ პერიოდში, ნერგის შეკავება, დაბმა, შეზღუდვა, მნიშვნელოვნად ავითარებს საყვავილე ზონებს და აუმჯობესებს სინათლის გადანაწილებას ღეროს სიმაღლეზე; ეს კი - კიდევ უფრო მსუყე ნადავლს ნიშნავს შენთვის.

გამოსცადე უხვმოსავლიანი ბოჩის ჭეშმარიტად ღვთაებრივი, ანტიგრავიტაციული ძალა!

FLOWERING TYPE Autoflowering
THC 21%
CBD <1%
INDICA 70%
SATIVA 30%
GENETIC BACKGROUND Imereti x LSD x Ruderalis
EFFECTS A relaxing and positive effect, promotes good mood and fights anxiety
MEDICAL Low
HEIGHT OUTDOOR Up to 200 cm
YELD OUTDOOR Up to 450 g/plant
HEIGHT INDOOR Up to 140 cm
YELD INDOOR Up to 350 gr/m2
LIFETIME CYCLE 9-10 weeks

 

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი