ყველაფერი რაც ფლორა ტრიოს შესახებ უნდა იცოდე
3 კომენტარი

რა უნდა ვიცოდეთ General Hydroponic-ის Flora სერიის შესახებ? 

გაფრთხილება: ბრენდის სახელმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, ფლორა ტრიოს აქვს შესანიშნავი ეფექტი როგორც ჰიდროფონიკაში ასევე მიწაში ან ქოქოსში.

Flora Trio-ს აქვს უნიკალური შემადგენლობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალები, როგორიცაა: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი (N-P-K) რაც აჩქარებს მცენარის ზრდას, განვითარებას და ჩამოყალიბებას. ტრიო შეიცავს ყველა საჭირო მიკრო და მაკრო ელემენტს და საკვებ ნივთიერებას, იგი აუმჯობესებს მოსავლიანობას, აძლიერებს არომატს, კვებავს მცენარეს და აბალანსებს pH-ს - სწორედ ამ მახასიათებლების გამო, NASA-ს მეცნიერები საკუთარ კვლევებში იყენებენ Flora Trio-ს.

Flora Trio გვხვდება სამ განსხვავებულ ბოთლში, რომელთა დოზირებაც დამოკიდებულია მცენარის ზრდის სტადიაზე:

Flora Micro (5-0-1) - უზრუნველყოფს მცენარის სწრაფად ზრდას: აზოტით, კალიუმითა და კალციუმით. ასევე გაჯერებულია მიკრო ნაწილაკებითა და ელემენტებით.

Flora Grow (2-1-6) - გაჯერებულია კალიუმით, ფოსფორით და აზოტით. უზრუნველყოფს სტრუქტურულ და ფოთლოვან ზრდას.

Flora Bloom (0-5-4) - გაჯერებულია ფოსფორით და კალიუმით.

როგორ გამოვიყენოთ Flora Trio?

  1. ვიღებთ წყალს, რომელიც მინიმუმ 24 საათი არის კონტეინერში თავღია

  2. მდგომარეობაში (ამით წყალს ვაშორებთ ქლორს) და ცხრილის მიხედვით ვურევთ სასუქს. კარგი ვარიანტია ქლორის და მჟავიანობის დასარეგულირებლად, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სასუქს აქვს თავისი მჟავიანობის დამწევი შესაძლოა 5.5-ზე დაბლა ჩამოვიდეს და გახდეს ტოქსიკური, ასე რომ იყავით ყურადღებით.

  3. ყოველი სასუქის ჩასხმის შემდეგ შეანჯღრიეთ რეზერვუარი.  პირველს ვხსნით Flora Micro-ს წყალში, შემდეგ ვასხამთ Flora Gro-ს და Flora Bloom-ს.

  4. 15 წუთში უკვე შეგვიძლია გავზომოთ pH და საჭიროების შემთხვევაში დავარეგულიროთ (5.5-6.5).
სასუქის მიწოდების ცხრილი

რა სიხშირით უნდა დავასხათ მცენარეს Flora Trio?

  1. მცენარეს არ ვუსხავთ არაფერს, სანამ მიწის ზედაპირი 2 სანტიმეტრამდე არ შეშრება.
  1. სასუქის ხმარება რეკომენდირებულია ყოველ მეორე მორწყვაზე. წყალი-სასუქი-წყალი-სასუქი--წყალი-სასუქი და ა.შ მინერალური სასუქის ათვისება მცენარისთვის ხდება ძალიან სწრაფად ის დროთა განმავლობაში არ იხსნება ნიადაგში ან რეზერვუარში.

    აქედან გამომდინარე შეგვიძლია ყოველი მორწყვის დროს სასუქიანი წყალი დავუსხათ. ორგანულის შემთხვევაში ბევრად უმჯობესია ამ სქემით იხელმძღვანელოთ.

  2. დოზირებას ვახდენთ მცენარის სტადიის ან კვირის მიხედვით.

გახსოვდეთ:

  1. ფლორა სერია არის დედამიწაზე ყველაზე უსაფრთხო ვიტამინების ნაკრები, მაგრამ როდესაც საქმე სასუქს ეხება, ყოველთვის სიფრთხილე ჯობია გამოვიჩინოთ. ბევრი სასუქი არ ნიშნავს ბევრ მოსავალს. ბევრი სასუქი ნიშნავს: სტრესს ანუ მცენარის ნელ განვითარებას. ფლორა ტრიოს მინერალურმა სასუქმა, შესაძლოა გავლენა მოახდინოს არომატზე, სუნზე და გემოზე.

    მოგვარების პრენევცია არსებობს ჩამრეცხი Flora kleen, რომლითაც შეგვიძლია მცენარე განვათავისუფლოთ ტოქსიკური ნივთიერებებისა და მარილებისგან, რაც მოგვცემს საშუალებას მოვიშოროთ მწარე გემო, ცუდი არომატი და ნაბახუსევი.
  1. არავითარ შემთხვევაში არ ვურევთ სასუქებს ერთმანეთში წყალში გახსნამდე.

  2. უმჯობესია რამდენი ლიტრა წყალიც გვჭირდება მოსარწყავად ზუსტად მაგდენი ჩავასხათ რეზერვუარში და შემდეგ მოვრწყათ. რეზერვუარში გახსნილი სასუქიანი წყალის შენახვის დროს, მინერალებს უვარდეებათ ელექტროგამტარიანობა, რის გამოც კვდებიან და მცენარეს შესაბამისად ვეღარ ითვისებს იმ დოზას რაც საჭიროა.

არ დაგავიწყდეთ GrowGrow მაღალი ხარისხის სასუქების ფართო არჩევანს გთავაზობთ

T.a

3 კომენტარი

chmecyebfg

chmecyebfg

Muchas gracias. ?Como puedo iniciar sesion?

stickyjason1

stickyjason1

Love the Trio! Thanks guys! 💚💚💚

gro225

gro225

ამაზე კაი სასუქი თუ არსებობდეს მე ვიყო ბოზი. 10 წელია სხვა არაფერს გავკარებულვარ.

დატოვე კომენტარი