პომიდორი - Black Krim

  • ფასდაკლება
  • Regular price 3.48 ₾


ᲞᲝᲛᲘᲓᲝᲠᲘ

კულტურა: გადარგვა (რეკომენდებულია) - დათესეთ 0.6სმ სიღრმეზე, ყინვის სეზონის დასრულების შემდეგ. შეინარჩუნეთ მიწის ტემპერატურა 24-32°C ფარგლებში. ძირითადი ფოთლების გამოსვლის შემდეგ, გადარგეთ ქოთნებში ან უჯრედის ტიპის კონტეინერებში, 5-7სმ დაშორებით. ნერგების მოსაყვანად იდიეალური ტემპერატურაა 16-21°C. წყალი მიაწოდეთ ისეთი რაოდენობით, რომ ნაზავი არ გაშრეს. გაანაყოფიერეთ ზომიერად, თევზის ემულსიით ან დაბალანსებული ხსნადი სასუქით. გადარგვამდე ერთი კვირით ადრე, შეამცირეთ წყლის მიწოდება და ტემპერატურა, ნერგების გამკვრივების მიზნით. ნიადაგში ფოსფორის უხვი ოდენობა, მნიშვნელოვანია მაღალი მოსავლიანობისთვის. ზედმეტი აზოტი კი, იწვევს მძაფრ ზრდას და რბილ, გვიან დამწიფებულ ხილს.

მოსავალი: რეგულარულად აიღეთ მწიფე ხილი.

დაავადებები და მავნებლები: ყველა ჯიში (თუ ეს სხვაგვარად არ არის მითითებული აღწერაში), მგრძნობიარეა ადრეული ავადობების მიმართ. ნერგების ჯანმრთელობა და სტაბილური ზრდა უნდა მოხდეს გადარგვამდე, გამოიყენეთ საკმარისი ზომის ჭურჭელი, რომ არ მოხდეს ფესვების გადახლართვადაავადებები თავიდან ასაცილებლად, შეინარჩუნეთ კარგი სანიტარული პირობები.