ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის

  • ფასდაკლება
  • Regular price 8.00 ₾


ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის

ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის არის ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალება. ის არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.

შედეგიანობა:

  • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
  • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
  • მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
  • ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
  • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
  • ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
  • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
  • • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:

  • ფესვის სიდამპლე
  • ფიტოფტოროზი
  • ფუზარიოზი
  • ნაცრისფერი და შავი სიდამპლე
  • ალტერნარიოზი
  • ჭრაქი
  • შავი სილაქავე
  • ბაქტერიული კიბო
  • ლორწოვანი ბაქტერიოზი

გამოყენება და დოზირება:

14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)

ყვავილობამდე: 8  ლიტრი კონცენტრატი ზავდება 800 ლიტრ წყალში – 1 ჰაზე

ყვავილობიდან: 4  ლიტრი კონცენტრატი ზავდება 800 ლიტრ წყალში -1 ჰაზე
შემადგენლობა:  ელექტროაქტივირებული სითხე – 99.9%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.05%,  ცეოლითი – 0.05%.

პერსონალური უსაფრთხოება: 

გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.