ციფრული ტაიმერი - DIGITAL TIMER


ფასი:
Გასაყიდი ფასი79.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
მარაგშია

აღწერა

ციფრული ტაიმერი

TemPro ციფრული ტაიმერი  ყველაზე ძლიერი და საიმედოა ბაზარზე.  გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით და უნიკალური სიმძლავრით 3680 W, მას შეუძლია მართოს 6 ცალი 600 ვტ-მდე ნათურა. ასევე შეუძლია აკონტროლოს ისეთი ძლიერი ინვენტარი, როგორიცაა ღუმელი, ჰაერის გამწოვი, კონდიცირების სისტემა და ა.შ.

 იდეალური ინსტრუმენტია თქვენი მცენარის ზრდის პროცესში გამოსაყენებელი ნებისმიერი ელექტრო აქსესუარის ჩართვა / გამორთვისთვის. TemPro-ს ციფრულ ტაიმერს წინა მხარეს აქვს დიდი LED ეკრანი და 6 ღილაკი, რომლითაც მარტივად არის შესაძლებელი მისი დაპროგრამირება.  ღილაკით Mode, შეგიძლიათ აირჩიოთ ტაიმერის მუშაობის რეჟიმი, on - ჩართვა,  auto - ავტომატური და off - გამორთვა.  timer ღილაკი, რომლითაც შეგიძლიათ აირჩიოთ 8-მდე საოპერაციო ინტერვალი, მინიმუმ 1 წუთის მოქმედებით. ტაიმერის დაპროგრამირება შესაძლებელია კალენდრის მიხედვით, ისე, რომ ის მუშაობდეს კვირის ყოველ დღე ან მხოლოდ შერჩეულ დღეებში. ელექტრო ენერგიისა და თქვენი ძალისხმევის დაზოგვის გარდა, ისეთი ტაიმერების გამოყენება, როგორიცაა TemPro, საშუალებას გაძლევთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი სისტემა მუშაობს სწორად,  გამართულად ააქტიურებს და თიშავს აღჭურვილობას, როცა საჭიროა.  

Clock ღილაკზე დაჭერით, შეგიძლიათ განაახლოთ მიმდინარე დრო და თარიღი. timer ღილაკზე დაჭერით, ეკრანზე ჩნდება ნომერი 1, რომელიც შეესაბამება პირველი დროის ინტერვალს არსებული 8 ოფციიდან. ღილაკზე თითის აშვების გარეშე დაჭერით, პროგრამირდება კონკრეტულ საათსა და წუთზე ჩართვა და შემდეგ შესაბამისად გამოთიშვა, სულ მცირე 1 წუთის ინტერვალით. ინტერვალის დაყენების შემდეგ, clock ღილაკზე დაჭერით, ეკრანი კვლავ გვაჩვენებს მიმდინარე დროს. 


ტექნიკური მახასიათებლები:


დენი: 220 ვ / 50 ჰც. 

ამპერაჟი: 16 ა

მაქსიმალური სიმძლავრე: 3680

ციფრული ტაიმერი მინიმუმ 1 წუთიანი ინტერვალის მანევრით.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი