სუბსტრატი - CANNA Terra Professional


მოცულობა: 25ლ
ფასი:
Გასაყიდი ფასი35.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
მარაგშია

აღწერა

CANNA Terra Professional - არის აზოტით მდიდარი სუბსტრატი, რომელიც იდეალურია ნებისმიერი მცენარის კულტივაციისთვის. შეიცავს შავი ტორფის, გრანულირებული ტორფის ხავსის და პერლიტის ნაზავს. გამოიყენება, როგორც შიდა პირობებში ზრდისას ასევე გარეთ. ( indoor / outdoor )  

CANNA Terra Professional-ის უპირატესობები:

  • დაავადებებისგან დაცული, ექსკლუზიური, მაღალი ხარისხის ორგანული ინგრედიენტები, როგორიცაა მაგალითად ჰაეროვანი ტორფის ხავსი. 
  • ეს ინგრედიენტები ასევე ხელს უწყობს ფესვების ჯანსაღ განვითარებას და სქელი ღეროების ჩამოყალიბებას.
  • უფრო მაღალი მოსავლიანობა. სწრაფი მეტაბოლიზმი, ავადმყოფობის დაბალ მაჩვენებელთან ერთად უზრუნველყოფს გაზრდილ წარმოებას.

მორწყვა:

ქოთნის ზომის, ზრდის პირობების და მცენარის ზრდის სტადიის მიხედვით, საჭიროა დარეგულირდეს მიწოდებული წყლის რაოდენობა კონკრეტული მცენარის საჭიროების მიხედვით. ნორმალურ პირობებში ზრდასრული მცენარეები დღეში 4-6 ლიტრამდე წყალს მოიხმარენ, თითეულ მ2-ზე. უფრო დიდი მცენარეებისთვის გამოიყენეთ 5 ლიტრიანი ქოთნები ან მეტი. რაც უფრო დიდია ქოთანი, მით უფრო უკეთ განვითარდება ფესვი და უფრო მდგრადი იქნება გარემო. CANNA Terra Professional არის ბუნებრივი პროდუქტი, ჰომოგენური სტრუქტურით, რომელიც თავისუფალია მავნე ვირუსებისა და ნიადაგის დაავადებებისგან. 


გაითვალისწინეთ:

შეინახეთ გრილ მშრალ ადგილას

არ მოათავსოთ 4°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი