Lowryder Auto - Doctor’s Choice


ფასი:
Გასაყიდი ფასი45.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
მარაგშია

აღწერა

Lowryder ნამდვილი ლეგენდაა. ამ ჯიშით დაიწყო Sasha Joint Doctor-ის გრძელი ისტორია; იმ ადამიანის, ვინც სელექციაში რევოლუცია მოახდინა და ავტომოყვავილეების ერა წამოიწყო. 

Lowryder #2 გახლავთ Joint Doctors-ის საუკეთესო პროდუქტის, Lowryder-ის შთამომავალი. შტამს Santa Maria-ს გენეტიკა შემატეს, რომელიც ცნობილია ფისის გამომუშავებით, ეგზოტიკური გემოთი და წარმოუდგენელი ეფექტით. ეს ინდიკა/სატივა ჰიბრიდი ბრაზილიიდან მოდის. 

ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ლეგენდას ნომრები არ სჭირდება, ამიტომ ამიერიდან შტამი ცნობილი იქნება როგორც Lowryder. შტამი ხელმისაწვდომია როგორც ავტომოყვავილე, ისე ფემინიზირებულ ფორმებში. 2010 წლის Lowryder #2 შევიდა კანადური ჯიშების ტოპ ათეულში (High Times Magazine). 

მცენარეს გემოების ფართო დიაპაზონი აქვს, რომელიც ტკბილ-მწარე, ცხარე, ფიჭვოვან და ყვავილოვან ნოტებში გადადის. ეფექტი დაბალანსებულია ინდიკას სხეულისებრი ეფექტის მსუბუქი დომინაციით, რომელიც მომხმარებელს ამშვიდებს.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი