დალი ავტო - DALI Auto


რაოდენობა: 1x
ფასი:
Გასაყიდი ფასი39.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
მარაგშია

აღწერა

გაგიჭირდება, შეხვდე ქართველს, რომელსაც ლეგენდარული, გურული კანაფის შესახებ არ სმენია. გურიის ტროპიკული კლიმატი იდეალურ პირობებს უქმნის კანაფს სწრაფი ზრდისთვის, ხოლო ნოყიერი ნიადაგი კი, განსაკუთრებულ უხვმოსავლიანობას უზრუნველყოფს.

ვეჭვობ, გურულებისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტი, სიცოცხლის სიყვარული და ბრწყინვალე იუმორი, შესაძლოა, სწორედ ადგილობრივ მცენარეებთან აქტიური მეგობრობის შედეგი იყოს.

“დალი” გურული კანაფის თესლის და Super Lemon Haze-ის შეჯვარების ბრწყინვალე შედეგია.

გვთავაზობს ყველაფერს, რასაც ეძებ: სწრაფ, დიდ და ძლიერ მოსავალს.

მისი მოკლე სასიცოცხლო ციკლი ნიშნავს, რომ შთამბეჭდავ შედეგს სულ რამდენიმე კვირაში მიიღებ. დამიჯერე, ჩვენი ძლიერი ქალღმერთის ციტრუსის ელემენტებით გაჯერებული არომატი ძალიან გასიამოვნებს. 

თავის მხრივ, Super Lemon Haze სატივა დომინანტი ჰიბრიდია, რომელიც Lemon Skunk-ის და Super Silver Haze-ის შეჯვარებით ჩამოყალიბდა და Green House Seeds-ის კანაბისის თასის ორგზის გამარჯვებულია. Super Lemon Haze მრავალფეროვანი საოცრებაა, როგორც ვიზუალურად, ასევე ეფექტით. Სახელიც მეტყველებს, რომ გემოს და არომატის თვალსაზრისით, ძირითადი აქცენტები ლიმონის და სხვა ციტრუსების ცედრას მოგაგონებს, თუმცა, საკმაოდ იგრძნობა ტარტის მოტკბო არომატებიც. 

აქვს უნიკალურად ენერგიული და ცოცხალი ეფექტი, იდეალურია აქტიური მდგომარეობის მოყვარულებისთვის. 

დალი - ნადირობის ქალღმერთი ქართულ მითოლოგიაში.

მუდამ განსხვავებული და მრავალფეროვანი იერის მქონე დალი მთაში, მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს და ცხოველებს მფარველობს. დალი მაქციაა და განსაკუთრებულ და გამოჩენილ მონადირეებს, ცხოველად, ან ფრინველად სახეცვლილი ევლინება, რომ შეაცდინოს. მათ, ვინც მის სიყვარულს გაიზიარებს და სიყვარულის საიდუმლოს შეინახავს, დალი ნადირობაში ეხმარება.  თუმცა, მოღალატეებს დაუნდობლად ეპყრობა - ზვავს, ან მეწყერს გაატანს, ან უკანმოუხედავად გადაჩეხავს კლდეზე.

დაიმუხტე ნადირობის ღვთაებრივი ენერგიით, პირდაპირ კავკასიური ნაკრძალიდან.

Strain Type Autoflowering
THC 21%
Flavor Lemon, citrus, lime
Type 30% Indica / 70% Sativa
Flowering 8 - 9 Weeks
Indoor Yield 300 - 400 g/m2
Outdoor Yield 200 - 400 g/plant
Indoor Height
Up to 150cm
Outdoor Height  Up to 200cm
Effect Energetic, uplifted, creative, fast hitting, long-lasting cerebral high
Genetics Guria x SLH x Ruderalis

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი