კლონექსი - Clonex


მოცულობა: 30მლ
ფასი:
Გასაყიდი ფასი50.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

კლონექსის გელი GrowGrow-სგან

გამოიყენება მცენარის გადაჭრილი ტოტების დასაფესვიანებლად. ის ეხმარება მცენარეს ფესვის დაჩქარებულად განვითარებაში და აუცილებელი ჰორმონების მიღებაში.

მოხმარების წესი და პირობები:

ამოავლეთ მცენარის გადაჭრილი ტოტი კლონექსის გელში, გადაიტანეთ საჩითილეში დასაფესვიანებლად და დანამეთ წყლით. მოათავსეთ გასაღვივებელში ტენიან და ნოტიო გარემოში. პერიოდულად აკონტროლეთ ტენიანობა. ფესვების განვითარებას სჭირდება 1-დან 2 კვირამდე პერიოდი.

რეკომენდაცია: კლონექსის დამაფესვიანებელი გელი გამოიყენება ყველა ტიპის გადაჭრილ მცენარეზე: მერქნიან, ბალახოვან თუ დეკორაციულ მცენარეებზე.

შემადგენლობა: კალციუმის ნიტრატი, კალიუმის ნიტრატი, ფოსფორის მჟავა, კალიუმის სულფატი და ამონიუმის ნიტრატი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. თავსახური მოარგეთ მჭიდროდ. მოარიდეთ ბავშვებს.

გაფრთხილება: კანზე მოხვედრისას აუცილებლად ჩამოიბანეთ წყლით; გაიხადეთ დაბინძურებული ტანსაცმელი; თვალში მოხვედრისას ჩამოიბანეთ თვალები დიდი რაოდენობის წყლით; გაღიზიანების ან კანზე გამონაყარის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს; შესუნთქვის შემთხვევაში გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს; გადაყლაპვის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი