ჩამრეცხი - Flora Kleen

  • Sale
  • Regular price 12.00 ₾

ონლაინ განვადება
დამტკიცების შემთხვევაში დაგვიკავშირდით



უნიკალური, ეფექტური დასუფთავება და ნიადაგის საზრდო ყველა სუბსტრატისა და სისტემისთვის.

FloraKleen დამზადებულია სასუქის ნაშთის მოსაცილებლად, რომელიც დროთა განვმალობაში შესაძლოა დაგროვდეს ჰიდროფონიკის სისტემებში. მისი გამოყენება უსაფრთხოა ნემისმიერ სისტემაში ან გარემოში, სადაც მცენარე იზრდება. გარდა ამისა, FloraKleen-ის მოხმარება შესაძლებელია მოსავლის პერიოდებს შორის სისტემების გასასუფთავებლად დაგროვებული მარილებისგან. ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ის არ არის ენზიმზე დაფუძნებული და იყენებს სრულიად განსხვავებულ ტექნოლოგიას.

 

დაწყებული სახლის მცენარეების გაახალგაზრდავებით, დამთავრებული მოსავლისა და პოტენციალის მაქსიმიზაციით ჰიდროფონიკაში, FloraKleen არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება მებაღეებისათვის!

საბოლოოდ, ყველა გროუინგის სისტემაში წააწყდებით სასუქის ნაშთს, რაც ზრდის პროცესის ბუნებრივი ნაწილია. ეს აკუმულაცია შედეგად გამოიღებს მარილების დაგროვებას, რომლებიც ბლოკავენ წვეთოვნებს, იწვევენ შეუმჩნეველ დაგროვებებს ნიადაგების ან სუბსტრატების ზედაპირზე და საბოლოოდ აზიანებენ მცენარეს და მის ფესვებს. დღევანდელ დღეს ხელმისაწვდომი მაღალი კონცენტრაციის საკვებითა და მაღალი ელექტროგამტარობის დონეებით ბევრ სისტემაში, საკვების მიწოდების ხელის შეშლა ასევე წარმოადგენს პრობლემას თქვენი ზრდის პროცესისთვის; FloraKleen® წყვეტს ყველა ამ პრობლემას, მეტიც:

  • ხსნის დაგროვებულ სასუქის მარილებს
  • კორექტირება შეაქვს საკვებ ბალანსში
  • ხელს უწყობს საკვების მიწოდებას
  • კვებავს მიკროორგანულ სიცოცხლეს, ანახლებს მიწისა და ქოქოსის ბანარს
  • მაქსიმუმამდე აუმჯობესებს ფინალური სტადიის ზრდას (განსაკუთრებით Ripen-თან ერთად)

სპეციალურად დამზადებული მინერალური მარილების  გასახსნელად, FloraKleen® უშვებს მკვებავ ბმებს მინერალებსა და სუბსტრატებს შორის და გაძლევთ საშუალებას, გაწმინდოთ ზედმეტი ნაშთი. ეს უკანასკნელი აგრეთვე ეხმარება მცენარეს დარჩენილი სასუქისგან მაქსიმუმის მიღებაში, განსაკუთრებით გადამწყვეტ კვირას, მოსავლის აღებამდე.

ბაზარზე არსებული სხვამრეცხავებისგანდა დამასრულებელი პროდუქტებისგან განსხვავებით, FloraKleen® არ არის მჟავა, არ არის დაფუძნებული ენზიმზე და არ გადმოცლის მაგნიუმს ან სხვა მინერალურ დანამატებს თვქენს სისტემაში, ამიტომაცაა ის უნიკალური და მოსახერხებელი:  FloraKleen® -ის გამოყენებით შეგიძლიათ მიანიჭოთ სრული სისუფთავე თვქენს სისტემას და მცენარეებს ნებისმიერ დროს, ზრდის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სისტემას იყენებთ

- შინ თუ გარეთ, მიწა თუ ჰიდროფონიკა, ქოთნები თუ ბაღი, FloraKleen® -ის გამოყენება მარტივია: უბრალოდ გააზავეთ pH დარეგულირებულ წყალთან და იხმარეთ.

როგორ გამოვიყენოთ FloraKleen:

 

  • საკვების დაწვის ან ლოკაუტის შემდეგ: გამოაშრეთ ძველი საკვები ხსნარი, დაამატეთ ლიტრზე 1.5-დან 3მლ-ამდე FloraKleen წყალში (არ არის საჭირო სავსე ავზის გამოყენება, უბრალოდ საკმარისი თავისუფალი ცირკულაციისთვის და სისტემის მუშაობისთვის). აცადეთ 24 საათი მიმოქცევა და შემდეგ გამოაშრეთ და დაამატეთ ახალი საკვები ხსნარი. გამოიყენეთ უფრო მცირე დოზა ახლაგაზრდა ან ფაფუკი მცენარეებისთვის და უფრო დიდი დოზა უკვე გაზრდილებისათვის.

 

  • როგორც ფინალური გასუფთავება / Ripen-ის შემდეგ: გამოიყენეთ ლიტრზე 3მლ FloraKleen საკვების ნაცვლად მოსავლის აღებამდე ორი დღის განვმალობაში შაქრის დონის ასამაღლებლად თქვენს მოსავალში, არომატის და სამედიცინო შიგთავსის დაკარგვის მაგივრად გრძელი წყლის გამოვლების შედეგად.

მნიშვნელოვანია: FloraKleen-ის გამოყენება შეიძლება ზრდის ან ყვავილობის ნებისმიერ სტადიაზე, მაგრამ არ გამოიყენოთ ის უფრო ხშირად, ვიდრე ორ კვირაში ერთხელ.

 

 


x

Sale

Unavailable

Sold Out