Root Booster - რუთ ბუსტერი


მოცულობა: 50მლ
ფასი:
Გასაყიდი ფასი9.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

Root Booster-ი (რუთ ბუსტერი), იგივე ფესვის გამაძლიერებელი

ეს არის ზრდის აქტივატორი ორგანული ხსნარი. ის შეიცავს ვიტამინებს, ფერმენტებსა და ორგანულ მჟავებს, რომელთა დახმარებით ფესვი ზომაში იზრდება სრულიად ბუნებრივად. ფესვისა და ზრდის გამაძლიერებელი ხსნარი ეხმარება მცენარეს ჯანმრთელი ფესვების სისტემის ჩამოყალიბებაში, მის ზრდასა და განვითარებაში.

რუთ ბუსტერის გამოყენების ინსტრუქცია:

Root Booster- ი ძალიან ეფექტური საშუალებაა: საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ გადაჭრილ ღეროზე, თესლებზე და გადარგულ მცენარეებზე 15 დღის განმავლობაში, შემდეგ გამოიყენეთ Fulvic -ი, რათა მოხდეს ფესვის ზრდის სტიმულაცია.

გამოიყენეთ მხოლოდ მცენარის ფესვის გადგმისას და ვეგეტაციის ფაზაში. დაამატეთ წყალში ან მკვებავ ხსნარში, ან სხვა საჭიროებისამებრ. ფოთლოვანი შეშხურებისას აუცილებლად გააზავეთ.

ხსნარი: 3 დან 5მლ/ლ წყალზე
ფოთოლზე შესაშხურებელი სპრეი: 3 მლ/ლ წყალზე

რეკომენდაცია : სასუქის გამოყენება შესაძლებელია ყველანაირ მცენარეზე და ნიადაგზე, როგორც ჰიდროპონიკაში, ასევე სხვადასხვა ნიადაგსა და გარე მებაღეობაში.
ვარგისია გახსნიდან 12 თვე.

შეგახსენებთ, რომ გროუგროუს გროუშოპი ხარისხიანი პროდუქციის ფართო არჩევანს გთავაზობთ

    მსგავსი პროდუქტები

    ცოტა ხნის წინ ნანახი