ყველაფერი ფლორა ტრიოს (ტრაიპარტის) შესახებ

ყველაფერი ფლორა ტრიოს (ტრაიპარტის) შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ General Hydroponic-ის Flora სერიის შესახებ? 

გაფრთხილება: ბრენდის სახელმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, ფლორა ტრიოს აქვს შესანიშნავი ეფექტი როგორც ჰიდროფონიკაში ასევე მიწაში ან ქოქოსში.

Flora Trio-ს აქვს უნიკალური შემადგენლობა, რომელიც დააჩქარებს მცენარის ზრდას, განვითარებას დაჩამოყალიბებას. ტრიო შეიცავს ყველა საჭირო მიკრო და მაკრო ელემენტს და საკვებ ნივთიერებებს, იგი ასევეაუმჯობესებს მოსავლიანობას, აძლიერებს არომატს, კვებავს მცენარეს და აბალანსებს pH-ს. სწორედ ამ მახასიათებლების გამო, NASA-ს მეცნიერები საკუთარ კვლევებში იყენებენ Flora Trio-ს.

Flora Trio გვხვდება სამ განსხვავებულ ბოთლში, რომელთა დოზირებაც დამოკიდებულია მცენარის ზრდის სტადიაზე:

Flora Micro (5-0-1) - უზრუნველყოფს მცენარის სწრაფად ზრდას: აზოტით, კალიუმითა და კალციუმით ასევე გაჯერებულია მიკრო ნაწილაკებითა და ელემენტებით.

Flora Gro (2-1-6) - უზრუნველყოფს სტრუქტურულ და ფოთლოვან ზრდას.
Flora Bloom (0-5-4) - უზრუნველყოფს მინერალებს რეპროდუქციული განვითარების ეტაპზე ანუ ყვავილობისას, ვეგეტაციაში და თესლის დამწიფებისას.

როგორ გამოვიყენოთ Flora Trio?

1. ვიღებთ წყალს, რომელიც მინიმუმ 24 საათი არის კონტეინერში თავღია მდგომარეობაში (ამით წყალს ვაშორებთ ქლორს) და ცხრილის მიხედვით ვურევთ სასუქს.
2. ყოველი სასუქის ჩასხმის შემდეგ შეანჯღრიეთ რეზერვუარი.  პირველს ვხსნით Flora Micro-ს წყალში, შემდეგ ვასხამთ Flora Gro-ს და Flora Bloom-ს.
3. 15 წუთში უკვე შეგვიძლია გავზომოთ pH და საჭიროების შემთხვევაში დავარეგულიროთ (5.5-6.5).

სასუქის მიწოდების ცხრილი

რა სიხშირით უნდა დავასხათ მცენარეს Flora Trio?

1. მცენარეს არ ვუსხავთ არაფერს, სანამ მიწის ზედაპირი 2 სანტიმეტრამდე არ შეშრება.
2. სასუქის ხმარება რეკომენდირებულია ყოველ მეორე მორწყვაზე.
[წყალი-->სასუქი-->წყალი-->სასუქი და ა.შ]
3. დოზირებას ვახდენთ მცენარის სტადიის ან კვირის მიხედვით.

გახსოვდეთ,
1. ფლორა სერია არის დედამიწაზე ყველაზე უსაფრთხო ვიტამინების ნაკრები, მაგრამ როდესაც საქმე სასუქს ეხება, ყოველთვის სიფრთხილე ჯობია გამოვიჩინოთ. ბევრი სასუქი არ ნიშნავს ბევრ მოსავალს. ბევრი სასუქი ნიშნავს: სტრესს ანუ მცენარის ნელ განვითარებას.
2. არავითარ შემთხვევაში არ ვურევთ სასუქებს ერთმანეთში წყალში გახსნამდე.
3. რიგ შემთხვევაში მებაღეებს სულაც არ ჭირდებათ 4-5 ლიტრი სასუქი ერთ გამოყენებაზე. ასეთ დროს შეგვიძლია წყალში გახსნილი სასუქები შევინახოთ შემდეგ მორწყვამდე.

3 კომენტარი

  • chmecyebfg

    Muchas gracias. ?Como puedo iniciar sesion?

  • stickyjason1

    Love the Trio! Thanks guys! 💚💚💚

  • gro225

    ამაზე კაი სასუქი თუ არსებობდეს მე ვიყო ბოზი. 10 წელია სხვა არაფერს გავკარებულვარ.

კომენტარი