
როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს კანაფის დახმარებით?
სიგარეტის თავის დანებება ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, თუ ყველაფერი სცადეთ, მაგრამ ვერ მოახერხეთ ამ მავნე ჩვევის მოშორება, წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული სტატია თუ როგორ შეუძლია კანაფს თქვენი დახმარება ამ მავნე ჩვევის დასამარცხებლად.
სიგარეტზე თავის დანებება ერთი შეხედვით ძალიან იოლად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ბევრი ვერ უძლებს და ისევ უბრუნდება ამ მავნე ჩვევას.
თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ თუ გაიგებთ, რომ კანაფი მართლაც დაგეხმარებათ სიგარეტის მოწევისგან თავის დანებებაში.
რატომ იწვევს სიგარეტი დამოკიდებულებას?

არსებობს მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დამოკიდებულებას იწვევს თამბაქო, მაგრამ სინამდვილეში დამნაშავე ნიკოტინია. სიგარეტის მოწევა ხელს უწყობს ნიკოტინის ორგანიზმში სწრაფად მოხვედრას ფილტვებიდან.
იმის გამო, რომ სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე წუთში ტვინი გამოყოფს დოფამინს, ძალიან რთული ხდება სიგარეტზე უარის თქმა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თამბაქო არ არის მავნებელი სწორედ თამბაქო იწვევს კიბოს ადამიანის ორგანიზმში. ნიკოტინი გაცილებით ნაკლებად საზიანოა, მაგრამ გხდით დამოკიდებულს და სიგარეტის მიტოვების საშუალებას არ გაძლევთ. იმის გამო, რომ მოწევის შემდეგ თავს უკეთ გრძნობთ, ბუნებრივია, ძნელია სიგარეტზე უარის თქმა.
სიგარეტის თავის დანებებას თან ახლავს შემდგომი საშინელი სიმპტომები, რამაც შეიძლება ერთდროულად გაგრძნობინოთ მოუსვენრობა, გაბრაზება და გაღიზიანება. ასევე თან ახლავს განწყობის ცვალებადობა, დაღლილობა, შფოთვა და სტრესი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომები ერთი კვირის შემდეგ ქრება, დიდია ალბათობა იმისა, რომ ადამინი ამ პერიოდის განმავლობაში დაუბრუნდეს მოწევას.
როგორ გამოვიყენოთ კანაფი სიგარეტის თავის დანებებისთვის?

კვლევებმა აჩვენეს, რომ კონკრეტულად CBD შტამი ეხმარება ადამიანს სიგარეტისგან თავის დაღწევაში, ასევე კვლევებმა აჩვენეს, რომ CBD ეხმარება ადამიანს სხვა ნარკოტიკების მიტოვებაშიც.
(ამ კვლევას დაახლოებით 24 მონაწილე ჰყავდა, რომლებიც ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. მაშინ, როცა ერთ ჯგუფს პლაცებოს მეშვეობით ეხმარებოდნენ ხოლო მეორე ჯგუფს CBD ინჰალატორების დახმარებით.)
პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, ის რომ კანაფის ექსტრაქტი არ უნდა მივიღოთ „ჯოინთის“ სახით რადგან ვერ დაგვეხმარება სასურველი შედეგის მისაღწევად.
ფაქტია, რომ სიგარეტი 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და იწვევს დამოკიდებულებას. მარიხუანა არ შეიცავს ამ ქიმიკატებს და უვნებელია თამბაქოსთან შედარებით, მაგრამ რადგან ქაღალდით წვავთ, მოწევის დროს მრავალი კანცეროგენიც გამოიყოფა რაც უარყოფით შედეგს იძლევა.
ამრიგად, ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კანაფის ან CBD-ის ვეიფები. ამორთქლები იყენებენ ტექნოლოგიას, რომელიც აცხელებს კვირტს ან ზეთს, მაგრამ ეს არ აზიანებს თქვენს ფილტვებს ისე, როგორც „ჯოინთი“ ან სიგარეტი.
როგორ უნდა მივიღოთ CBD?

კანაფის CBD ჯიშები
დღესდღეობით ბაზარზე ბევრი CBD ჯიშია ხელმისაწვდომი.
უნდა შეარჩიოთ ისეთი ჯიში რომელშიც CBD კონცენტრაცია მაღალია ხოლო THC-ის კი დაბალი.
CBD ზეთი
ზეთის მიღება შეგიძლიათ საწვეთურის საშუალებით, ან გამოიყენოთ ზეთისთვის განკუთვნილი ვეიფი.
დაიმახსოვრეთ, რომ ზეთის შეძენამდე უნდა გააკეთოთ სათანადო კვლევა თუ რომელი ზეთია თქვენთვის მისაღები.
იმისათვის, რომ თავი დაანებოთ სიგარეტს CBD ზეთის დახმარებით, მიიღეთ ზეთი ყოველთვის, როდესაც მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ.
CBD ზეთის შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ფილიალებში
CBD ინჰალატორები
CBD ინჰალატორები ჰგავს ჩვეულებრივ ინჰალატორებს, რომლებიც გამოიყენება ასთმის დროს სამკურნალოდ. ეს არის პატარა კომპაქტური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება წამლის პირდაპირ თქვენს ფილტვებში მოსახვედრად.
როგორც კი გაგიჩნდებათ სიგარეტის მოწევის სურვილი, უბრალოდ ამოიღეთ ინჰალატორი და ჩაისუნთქეთ.
